ველოდოთ თუ არა თოვლს ახალი წლისთვის თბილისსა და რეგიონებში? - წიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

ველოდოთ თუ არა თოვლს ახალი წლისთვის თბილისსა და რეგიონებში? - წიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დღეის მდგომარეობით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 26 დეკემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში ნალექი წვიმის სახით იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, რომ 27 დეკემბრიდან დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა არის მოსალოდნელი.

"დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოდლოდნელი, მთიან რაიონებში თოვლის სახით. ნალექი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება 26 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით იქნება ზოგიერთ რაიონში. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

რაც შეეხება თბილისს, ახალი წლისთვის თბილისში თოვლი მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

myquiz