მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება | Allnews.Ge

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი( ბახალა) მის საქმეზე სასამართლოში გამამართლებელ განაჩენს ელოდება. როგორც პროცესის დაწყებამდე გიორგი გიორგანაშვილმა განაცხადა, დღეს, დასკვნით სიტყვაზე დეტალურად გაიხსენებს დაკავების მომენტს და ისაუბრებს იმაზე, თუ რა მოხდა.

ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით კი, ბრალდების პოზიცია მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზეა დაფუძნებული.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის ფლობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წელამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

myquiz