გლდანის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება | Allnews.Ge

გლდანის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისში, გლდანის ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 22 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლების ბიჭვანთის ქუჩა №1, №1ა, №2, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ჩიქვანაიას IV ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.

myquiz