როგორ გამოიყურება ცენტრალური პარკი, რომლის მშენებლობაც ფონიჭალაში მიმდინარეობს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ცენტრალური პარკი, რომლის მშენებლობაც ფონიჭალაში მიმდინარეობს

ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს, რომლის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო.

პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, 4-მეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო.

ამ ეტაპზე ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დასავენებელი სივრცე სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.

პროექტს კრწანისის გამგეობა აფინანსებს, თანხის მოცულობა კი დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

myquiz