ლანჩხუთში სატვირთო მანქანის საბურავის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ლანჩხუთში სატვირთო მანქანის საბურავის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" კლინიკა "მედალფაში" განუცხადეს.

უბედური შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. სატვირთო მანქანას გადაადგილებისას საბურავი მოძვრა და ტროტუარზე მყოფ 15 წლის ბიჭს დაეჯახა.

მოზარდი ლანჩხუთში, კლინიკა "მედალფაში" მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

myquiz