ნისლი, ქარი და თოვლი - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში? | Allnews.Ge

ნისლი, ქარი და თოვლი - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში?

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნისლია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დასავლეთ საქართველოში,ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–22 მ იქნება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში - 6–11 გრადუსი იქნება.

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–17 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6–10 გრადუსი.

19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8–11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

19 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

myquiz