თბილისში 10 ადგილას საქონლის ხორცი შეამოწმეს | Allnews.Ge

თბილისში 10 ადგილას საქონლის ხორცი შეამოწმეს

ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში საქონლის ხორცის 10 ნიმუში აიღო და ლაბორატორიაში შეამოწმა.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებულ ნიმუშებში გამოვლენილი ტყვიის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე - 0,1 მგ/კგ ნაკლები იყო. საქონლის ხორცი შემოწმდა ნავთლუღის, გლდანის და "დეზერტირების" ბაზარშიც.

იხილეთ ნიმუშების სია და შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

myquiz