როდიდან ველოდოთ ამინდის გაუარესებას - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

როდიდან ველოდოთ ამინდის გაუარესებას - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

15-18 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახეb Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 15-18 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში 14-19 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში შესაძლებელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან ნისლი, ტემპერატურა 7-12 გრადუსის ფარგლებში, თბილისში კი 15-18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და დილის საათებში კი შესაძლებელია იყოს ნისლიც.

15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება:

"შესაძლებელია ნისლი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 7/12 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და მთაში მოსალოდნელია 6-11 გრადუსი ფარგლებში, მაღალმთიან რაიონში 3-8 გრადუსი სითბო, თბილისშიც დროგამოშვებით მოიღუბლება, მაგრამ უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ხვალ თბილისში იქნება ხვალ 8-10 გრადუსის ფარგლებში", - აღნიშნავს სინოპტიკოსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

myquiz