სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეები შეამოწმა - იხილეთ შედეგები | Allnews.Ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს საქართველოს მასშტაბით 102 საშაურმე შეამოწმა. შედეგად 33 ბიზნესოპერატორი გამოვლენილი შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა, საიდანაც 11 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Allnews.ge-ს აცნობა, 102 ობიექტიდან გეგმიური ინსპექტირება 48, ხოლო არაგეგმიური 5 ბიზნესოპერატორთან ჩატარდა, ასევე გადამოწმდა 49 ობიექტი, - "შეუსაბამობების იყო ტემპერატურული რეჟიმისა და სანიტარული პირობების დარღვევა, ასევე რეცხვა დეზინფექცირება,"- განმარტავენ სეს-ში.

იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობების მქონე ობიექტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მათი შემოწმება კიდევ ერთხელ მოხდება და შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა ისინი ფუნქციონირებას.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

myquiz