იხილეთ 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები | Allnews.Ge

იხილეთ 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები

2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები უკვე დასახელდა. ორგანიზაცია Insurance Institute for Highway Safety-ის ცნობით, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ვერც მინივენები და ვერც მინი ავტომობილები.

მცირე ზომის ავტომობილებში ყველაზე უსაფრთხო მოდელებია Kia Forte Sedan-ი, Kia Soul-ი, Subaru Impreza და Subaru WRX.

საშუალო ზომის ავტომობილებში კი Subaru Legacy, Subaru Outback-ი და Toyota Camry დასახელდნენ. ჩამონათვალში მოხვდა Hyundai Santa Fe და Hyundai Santa Fe Sport-იც.

საშუალო ზომის ძვირადღირებული და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები ჩამონათვალში Mercedes-Benz-GLC-იც მოხვდა.

რაც შეეხება დიდი ზომის ძვირადღირებულ უსაფრთხო ავტომობილებს, მათ ჩამონათვალში BMW 5 Series ლიდერობს, რომელსაც მოსდევს Genesis G80, Genesis G90, Lincoln Continental-ი და Mercedes-Benz E-Class-ი.

ავტომობილები, რომლებსაც ყველაზე მეტი საწვავი სჭირდება

IIHS-ის პრეზიდენტის, ადრიან ლანდის განმარტებით, მძღოლებს სურთ, რომ მათი მგზავრები, რომლებიც ძირითად შემთხვევებში ოჯახებს წარმოადგენენ, დაცულები იყვნენ, რასაც მწარმოებლები უკვე აქტიურად ითვალისწინებენ, - "წინა პროჟექტორები, როგორც წესი უსაფრთხოების ნაცვლად, დიზაინის ელემენტად მიიჩნეოდა, ახლა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ ცვლილებებს ვხედავთ და ყველა ავტომობილი, რომელმაც დაჯილდოებაში გაიმარჯვა, უსაფრთხოების თვალსაზრისით მისაღები პროჟექტორებითაა აღჭურვილი", - განმარტა მან.

myquiz