დღეიდან სინოპტიკოსები მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ | Allnews.Ge

დღეიდან სინოპტიკოსები მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ

10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, –ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში დაფიქსირდა უხვი ნალექი თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება", – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

myquiz