როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი და სადამდე მოიმატებს ტემპერატურა - იხილეთ ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი და სადამდე მოიმატებს ტემპერატურა - იხილეთ ამინდის პროგნოზი

დღეიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 7 გრადუსი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი მოსალოდნელია მცირე ნალექი.

"10 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთში იქნება 6-11 გრადუსი, დასავლეთში 12-17 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

myquiz