ძლიერი ქარი, შტორმი და ქარბუქი - დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება | Allnews.Ge

ძლიერი ქარი, შტორმი და ქარბუქი - დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

6 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლი.

myquiz