ინტენსიური თოვის გამო გზების ცალკეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა | Allnews.Ge

ინტენსიური თოვის გამო გზების ცალკეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება დანარჩენი სახის ტრანსპორტს, მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.