როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები | Allnews.Ge

როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები

სუს-ის ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია, უცხოურ მედიაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

მთავარი კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, არის ის, თუ როგორ შემოვიდა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ბატალიონ "იარმუკის" 37 წლის მეთაური, ტერორისტი საქართველოში.

შესაბამისი უწყებები, ალბათ, იმასაც გასცემენ პასუხს, თუ რომელმა კონკრეტულმა პირმა ან უწყებამ მისცა ჩატაევსა და მის გარემოცვას საქართველოში "ხელშეუხებლობის გარანტია", რა მიზნით შემოუშვეს ისინი და რატომ მისცეს კარგად შეიარაღების დრო და უფლება. როგორ მოახერხა განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიით ძებნილმა პირმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოსვლა, თბილისში ბინის დაქირავება და იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ის და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის წინააღმდეგობა 20 საათის განმავლობაში გაეწიათ;

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტის უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით თვენახევრის წინ ჩატაევმა მას შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც იდიგოვისგან უარი მიღო - ეს შეუძლებელია, რადგან ძალიან სახიფათოაო, თუმცა, ის თბილისში მაინც აღმოჩნდა...

"ხალიფატის დაცემის" შემდეგ, რატომ მაინცდამაინც საქართველო?

ერთ-ერთი ვერსიით, - იმიტომ, რომ ჩატაევს ოჯახი საქართველოში ჰყავდა; გარდა ამისა, ის წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული, რასაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს და შესაბამისად, გარკვეული კავშირებიც ჰქონდა. ამიტომაც, შესაძლოა, მათი გამოყენების იმედიც ჰქონდა.

რუსული მედია ჩატაევის საქართველოში შემოღწევაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს - მათი ცნობით, ISIS -ის კვალის საქართველოში გამოჩენა, მათ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დააანონსეს.

ჩეჩნეთის მოსაზღვრე პანკისის დასახლებიდან ISIS-ის რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი დაცემის შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ... "ახლა კი, რუსული მედიის ვერსია მართლდება - ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილებამიღებული ტერორისტები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ სამხედრო ინსტრუქტორობა, თანდათან სამშობლოში ბრუნდებიან", - წერს kavkaz-uzel.eu. იხილეთ ვრცლად

myquiz