რუსთაველზე "ლაღიძის წყლები" შესაძლოა აღდგეს | Allnews.Ge

რუსთაველზე "ლაღიძის წყლები" შესაძლოა აღდგეს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე "ლაღიძის წყლების" ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერმა გუშინ "გალერეა თბილისის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვისურვებდი, რომ "ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

myquiz