ფოთში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ფოთში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. სამაცივრე საწყობში "აისბერგ- ფოთი" 40 წლამდე მამაკაცი ყინულის ყუთების დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა. მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული", - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ.

შსს-მ ფოთში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

myquiz