ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია - მეუფე იაკობი | Allnews.Ge

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია - მეუფე იაკობი

ჩვენი თავისუფლების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მეუფე იაკობმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსთვის არასდროს უღალატია.

"ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობაზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს.

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია. ჩვენი თავისუფლების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მეუფე იაკობმა შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

საქართველოს კათოლიკური ეკლესიის და სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსებმა, ასევე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ და შეიხი რამინ იგიდოვმა დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

myquiz