ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აცხადებს, უქმე დღის გამო ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ | Allnews.Ge

ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აცხადებს, უქმე დღის გამო ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ

ბათუმში, ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.

როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, უქმე დღის გამო ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ. გარდაცვლილის ძმამ პოლიციას მიმარათა და დეტალების გარკვევას ცდილობდა.

ირანის მოქალაქის თქმით, მისი ძმა ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

"სასტუმრო "ლეოგრანდის" საევაკუაციო კიბე მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა"

myquiz