"ლეოგრანდში" დაშავებული მეხანძრე - ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე | Allnews.Ge

"ლეოგრანდში" დაშავებული მეხანძრე - ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.

როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო. "კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე", - განაცხადა მეხანძრემ.

გუშინ, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის რეგიონის პირველმა პირებმა მოინახულეს.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

myquiz