სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა | Allnews.Ge

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, 6 კი დაშავდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სხვადასხვა სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულია ასევე ერთი მეხანძრე.

ხანძრის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.