სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა | Allnews.Ge

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ როგორც იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის. ადვოკატის თქმით, ის სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა. დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

ადვოკატი სუს-ის შენობაში უკვე შევიდა, სადაც დაკავებულს ბრალს წარუდგენენ.

myquiz