თბილისში პირველი თოვლი მოვიდა | Allnews.Ge

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თოვლი ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის გლდანში, მუხიანში, სანზონასა და დიდ დიღომში ფიქსირდება.

მისივე ინფორმაციით, თოვა საღამოს საათებსა და ღამის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. თოვლი იქნება დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესება და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

"თბილისის გარეუბნებში უკვე თოვს. თოვაა მოსალოდნელი ღამის განმავლობაშიც. შესაბამისად, იქნება დაბალი ტემპერატურა. ტემპერატურა დაეცემა მთელ საქართველოშიც და მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც გაგრძელდება ზეგ დილამდე. დღეს დილით დაიწყო ნალექი საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში თოვლის სახით. ზუგდიდში და მის რამდენიმე სოფელში თოვს. ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაცემა.

ტემპერატურა თბილისში ამაღამ 0 - 1 გრადუსი იქნება, ხვალ -1-დან - 2 გრადუსამდე იქნება", – განაცხადა ნიორაძემ.

myquiz