25 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდში თოვლჭყაპია მოსალოდნელი | Allnews.Ge

25 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბრის ჩათვლით თოვლჭყაპი გაგრძელდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

ზუგდიდში თოვლჭყაპი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

"ჰაერის ტემპერატურა 5-დან 3 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -2-დან -4 გრადუსამდე", - აღნიშნეს სააგენტოში.

უამინდობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, 26 ნოემბრიდან კი გამოიდარებს.

უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

myquiz