მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა | Allnews.Ge

მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, პოლონურ ბუდგოშჩში 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

შეჯიბრის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის პირველზე წარმატებული აღმოჩნდა. 4-დან სამი მოჭიდავე ფინალში გავიდა, რომელთაგანაც ერთმა, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ლაშა გობაძემ (80) და ზვიად პატარიძემ (130) ვერცხლის მედლები აიღეს.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში 4 მედალი მოიპოვა: 2-2 ოქრო-ვერცხლი.

myquiz