სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული | Allnews.Ge

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული

სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. ცხედრების გადასვენება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სუს-ის ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და მოკლულია დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი.

გაბრიელ სალოსის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

myquiz