მოსაყდრის დასახელება არ ნიშნავს, რომ ილია მეორემ მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა - თეოლოგი | Allnews.Ge

მოსაყდრის დასახელება არ ნიშნავს, რომ ილია მეორემ მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა - თეოლოგი

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მიერ თავის მოსაყდრედ ვინმეს დასახელება არ ნიშნავს, რომ პატრიარქმა მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ განუცხადა.

როგორც ვარდიძე აცხადებს, მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება.

"ეს შეიძლება ნიშნავდეს საეკლესიო–საპატრიარქო საკითხების ადმინისტრაციულ მმართველობას და არა პატრიარქის სტატუსის მინიჭებას. ეს არის საპატრიარქოში ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქციის მინიჭება.

პატრიარქს ვერ ეყოლება მემკვიდრე, ეს არ არის მონარქიული სისტემა. პატრიარქს ირჩევს სინოდი. ვის აირჩევს სინოდი, ეს სინოდის საკითხია. არ არის ისე, რომ პატრიარქი ნიშნავდეს შემდეგ პატრიარქს. შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა თავისი კანდიდატურა, თავისი ვარიანტი დაასახელა. ის შეასრულებს არა პატრიარქის ფუნქციებს, არამედ იმას, რასაც საპატრიარქოში მიანიჭებენ. თუმცა, რა შეიძლება იყოს ეს ფუნქცია, მე არ ვიცი. ეს უნდა იკითხოთ საპატრიარქოში. ამას არა აქვს დადგენილი წესები და გარედან განსჯა შეუძლებელია. როგორ ლაგდება ადმინისტრაციული საკითხები, ამაზე ერთი უნივერსალური კანონი არ არსებობს", – აცხადებს ვაჟა ვარდიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

myquiz