რა მოვალეობას შეასრულებს პატრიარქის მოსაყდრე? | Allnews.Ge

რა მოვალეობას შეასრულებს პატრიარქის მოსაყდრე?

პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრის დასახელება ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი შეუძლოდ იქნება, მოსაყდრე მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეოლოგმა სერგო ვარდოსანიძემ განუცხადა, რითაც უწმინდესის ბრძანება განმარტა.

ვინ არის შიო მუჯირი, რომელიც პატრიარქმა თავის თანამოსაყდრედ დაასახელა

"როცა პატრიარქი აცხადებს მოსაყდრეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პატრიარქი შეუძლოდ არის, მას შეუძლია გადასცეს მოვალეობის შესრულება. მოსაყდრე დაეხმარება თავისი მწყემსმთავრული მოვალეობის შესრულებაში. ასე არის ისტორიულად. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მოსაყდრეს შეუძლია მოიწვიოს სხდომა და პატრიარქის პოზიციაზე დააყენოს თავისი კანდიდატურა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას შეუძლია ამის გაკეთება. მას აქვს ერთი, თავისი ხმა", - განაცხადა ვარდოსანიძემ.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში ილია მეორის მიერ მისი მოსაყდრის დასახელება ჩაითვლება თუ არა იმად, რომ პატრიარქი მის მემკვიდრედ სწორედ მიტროპოლიტ შიო მუჯირს ასახელებს, თეოლოგმა აღნიშნა, რომ "ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

myquiz