დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა | Allnews.Ge

დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა

თბილისში, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სავარაუდოდ, რიზვან გორნაკაშვილია. ამის შესახებ სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, გორნაკაშვილი რამდენიმე თვის წინ ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს - ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა, რომ თბილისში, მისი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ქირის ფასს თვეში 300 ამერიკულ დოლარს გადაიხდიდნენ. საჯარო რეესტრის მიხედვით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა, მერი ხანგოშვილის მფლობელობაშია.

როგორც თამარ მარგოშვილი ამბობს, ბინის მფლობელმა ხანგოშვილმა, რეალურად არც კი იცოდა, რომ მის კუთვნილებაში არსებული ბინა ჩეჩნებზე იყო გაქირავებული. მისივე თქმით, მერი ხანგოშვილის სახელზე ბინა გადააფორმა ასლან ჯაბრალოევის დედამ თინა გაურგაშვილმა, იქამდე ვიდრე თავად ავსტრიაში საცხოვრებლად წავიდოდა.

"ასლანბეგს დაუკავშირდა ნათესავი და უთქვამს, უცხოელებს უნდათ ბინის დაქირავება თბილისშიო და ესეც დასთანხმდა. ასლანბეგი თავად გამოცხადებულა დილით დუისის პოლიციაში. დაკავებული რიზვან გორნაკაშვილი არის, ასლანბეგის ცოლისძმა, რომელიც მას ბინის თაობაზე დაუკავშირდა და უთხრა, - თბილისში ჩეჩნებს ბინის დაქირავება უნდათო. ანუ ასე ვთქვათ, მათ შორის შუამავლობდა", - განაცხადა სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა.

myquiz