სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა | Allnews.Ge

სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან, სადაც სპეცოპერაცია გრძელდება, სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა. როგორც Allnews.ge-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანებში შესაძლოა, რამდენიმე დაჭრილი პირი იყოს მოთავსებული. ინფორმაციის გადამოწმება ოფიციალურ უწყებებში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილზე ვითარება კვლავ უცვლელია. პერიოდულად სპეცოპერაციის ადგილზე ისმის ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა.

ერთ-ერთ ბინაში კვლავ გრძელდება გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

myquiz