არსებული ინფორმაციით, დუისის პოლიციაში იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული | Allnews.Ge

არსებული ინფორმაციით, დუისის პოლიციაში იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული

არსებული ინფორმაციით, პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დუისის მკვირდმა ასლან ჟაბრალოევმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

აქვს თუ არა კავშირი და იცნობდა თუ არა ჟაბრალოევი ბინის დამქირავებლებს, ამ დროისთვის მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.

myquiz