სპეცოპერაციის გამო, სამგორის რაიონში სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია | Allnews.Ge

სპეცოპერაციის გამო, სამგორის რაიონში სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

სამგორის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს.

myquiz