მოსახლეობა სპეცოპერაციის ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს | Allnews.Ge

მოსახლეობა სპეცოპერაციის ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კორპუსების სადარბაზოებთან იმყოფებიან და იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მცხოვრებლები გარეთ გამოვლენ, მათ ტერიტორიას ორგანიზებულად ატოვებინებენ. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.

"მთელი ღამე ისმოდა სროლის ხმა, აფეთქების ხმაც იყო. გარკვეული პერიოდი გამოსვლის შიში მქონდა, მაგრამ ახლა გამოვედი", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

myquiz