სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა | Allnews.Ge

სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.

სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.

ამ დროისთვის სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.

myquiz