რას ყვებიან თვითმხილველები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ | Allnews.Ge

რას ყვებიან თვითმხილველები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ხელყუმბარებს ისროდნენ.

როგორც თვითმხილველი ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. მას არ აქვს ინფორმაცია სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შესახებ.

ბინაში ცხოვრობს ჩეჩენი ოჯახი, მგონი პანკისიდან არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოჯახი ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში წლებია ცხოვრობს.

"დიდი ხანია, წლებია ცხოვრობენ ამ კორპუსში. პატარა ბავშვებიც ჰყავთ. იმ კორპუსის კედლებია დაზიანებული, სადაც ისინი ცხოვრობდნენ", - განაცხადა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ. ვიდეომასალა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. კადრები სწორედ მის მიერაა გადაღებული.

ვიდეოში ისმის ძლიერი სროლისა და აფეთქებების ხმა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. სროლისა და აფეთქებების შემდეგ ადგილზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.

myquiz