სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები შევიდა | Allnews.Ge

სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები შევიდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

myquiz