არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს | Allnews.Ge

არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს

არაოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში სადაც სპეცოპერაცია ტარდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. მათი თქმით, კორპუსში რამდენიმე ბინა უცხოელებზეა გაქირავებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბინაში მიმდინარეობს ორმხრივი სროლა სუს-ის თანამშრომლებსა და ბოროტმოქმედებს შორის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სუს-ში ასევე არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ის პირები, ვის დაკავებასაც ცდილობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

myquiz