ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი | Allnews.Ge

ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ 6-ბალიან შტორმს ელოდებიან. მათი განცხადებით, უამინდობა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

"ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება", - განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან გამოიდარებს.

myquiz