მთავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

მთავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

თავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცათ. პოლიციის თანამშრომლებმა კარავი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანეს.

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები მთავარ პორკურატურასთან დაახლოებით 1 საათის წინ შეკრიბნენ. ისინი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას, ზარალის ანაზღაურებას და სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

myquiz