როდის პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ კლებას? | Allnews.Ge

როდის პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ კლებას?

17-18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, გუდაური-კობის მონაკვეთზე კი შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი დაფიქსირდეს, ხოლო დასავლეთ საქართველოში 21 ნოემბრამდე ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 16-დან 21 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - "18-19 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში მოსალოდნელია 18-23, ხოლო მაღალმთიან რაიონებშიც 12-17 გრადუსი", - აღნიშნავს სინოპტიკოსი.

17-18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი.

"გუდაური-კობის მონაკვეთზე მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი 9-დან 14 გრადუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდება, 19-დან 21 ნოემბრამდე კი ჰაერი კი დაახლოებით 15-დან 20 გრადუსამდე გათბება".

დოდო გვაზავას თქმით, 21 ნოემბრიდან არამდგრად ამინდს უნდა ველოდოთ.

"21 ნოემბერს ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, ამიტომ მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 22-23 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, უმეტეს რაიონში იწვიმებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს"- განმარტავს სინოპტიკოსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან საქართველოში შედარებით გამოიდარებს.

ფოტოს ავტორი: ქეთი გაგოშიძე

myquiz