ალექსანდრე ჯეჯელავამ პრემიერისგან ახალი შეთავაზება მიიღო | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავამ პრემიერისგან ახალი შეთავაზება მიიღო

პრემიერ-მინისტრი განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯეჯელავამ თავად უნდა მიიღოს, თუმცა კვირიკაშვილის თქმით, მას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა შესთავაზა.

"ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია", - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძესთან და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრის პოსტზე თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.

myquiz