ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების რეაბილიტაცია იგეგმება | Allnews.Ge

ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური კლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამის სამუშაოებს "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი "კლინიკების განვითარების კომპანია" გეგმავს. როგორც "კლინიკების განვითარების კომპანიის" დირექტორი, თეა გიორგაძე განმარტავს, სამივე კლინიკა "საპარტნიორო ფონდს" გადაეცა, რათა მათი განვითარება მოხდეს.

"ჩვენი კომპანია ამ კლინიკების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებასა და რეაბილიტაციას გეგმავს, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. განიხილება თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის ე.წ PPP ფორმატში",  - განმარტავს თეა გიორგაძე.

"საპარტნიორო ფონდში" ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დემონტაჟი განხორციელდეს, ხოლო ახალ შენობაში მრავალპროფილური ბავშვთა სამედიცინო ცენტრი განთავსდება, - "შენობის დემონტაჟის შესახებ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ვეძებთ ყველა იმ ოპტიმალურ გამოსავალს, რაც ამ კლინიკების განვითარების კუთხით საუკეთესო იქნება. სამედიცინო საქმიანობა აღნიშნულ კლინიკებში აუცილებლად გაგრძელდება და გაძლიერდება, თუნდაც ბავშვთა კლინიკაში".

„კლინიკების განვითარების კომპანიის დირექტორის თქმით, საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია.

myquiz