მიხარია, რომ ჩემ დროს უამრავი პრობლემის დაძლევა შევძელით - დავით ნარმანია | Allnews.Ge

მიხარია, რომ ჩემ დროს უამრავი პრობლემის დაძლევა შევძელით - დავით ნარმანია

გასულ სამ წელში ბევრი პროექტი განხორციელდა და მე ვამაყობ ამ პროექტებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას თქმით, მისი მერობის პერიოდში ქალაქში უამრავი საქმე გაკეთდა.

"თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ქალაქში უამრავი საქმეა გაკეთებული. მიხარია, რომ ჩემ დროს უამრავი პრობლემის დაძლევა შევძელით. ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. ბევრი პროექტი განხორციელდა და მე ვამაყობ ამ პროექტებით",- განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა მახათას მთაზე პანთეონის მშენებლობის საკითხზე და აღნიშნა, რომ მშენებლობა დასრულებულია. მისი თქმით, პანთეონში მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი.

"მზად არის და დასრულებულია პანთეონი. მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი",- განაცხადა ნარმანიამ.

myquiz