ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს. ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მთაწმინდის პანთეონში იმყოფება, სადაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი პირები ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებდნენ და მწუხარებას გამოთქვამდნენ პოეტის გარდაცვალების გამო.

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.

პოეტი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანსულ ჩარკვიანს სიცოცხლის განმავლობაში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდე

myquiz