თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს | Allnews.Ge

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თელავში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

myquiz