თელავის რაიონში ხანძარია | Allnews.Ge

თელავის რაიონში ხანძარია

თელავის რაიონის სოფელ ართანაში, კოხტას გორზე ხანძარია. ცეცხლი ალპურ ზონაში, სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში გამხმარ ბალახს უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სსაგენტოში განუცხადეს, ხანძრის ზონა დილით ვერტმფრენით დაათვალიერეს და კერების გავრცელების საშიშორება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ადგილზე გასულია სამაშველოს ათკაციანი ჯგუფი და, სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.

რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

myquiz