უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს - აკაკი ზოიძე | Allnews.Ge

უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს - აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

"ექიმი ექვსს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზოიძემ პარლამენტის კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

myquiz