საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება | Allnews.Ge

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება

მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებითი ცვლილებები იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

"ეს ეხება კარდიოქირურგიას, ზოგადად ქირურგიულ ჩარევებს, ნეიროქირურგიას და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც უკვე განხორციელდა მშობიარობის პროგრამაში, როცა სამშობიაროები დონეებად დაიყო. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ რატომ მცირდება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყნაში. ამ მიმართულებით სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სწორად არის მოწყობილი სამედიცინო სისტემის მონაწილეობის ორგანიზება”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, მოქალაქეებს ექნებათ გაცილებით მაღალი მომსახურება და არ მოუწევთ ზედმეტი თანხის გადახდა წამლებსა და დამატებით გამოკვლევებში.

ზოიძემ პარლამენტის კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

myquiz