რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი ტექდათვალიერება რომ გაიაროს?
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება და ორი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ავტოპარკი ეტაპობრივად შემოწმდება. ამის შემდეგ ტექდათვალიერება ევროპულ სტანდარტზე გადავა. კერძოდ, 4-წლიანი მანქანა აღარ გაივლის სავალდებულო ტესტირებას, 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის შემდეგ ყველა ავტომობილი წელიწადში ერთხელ შემოწმდება.
ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ინსპექტირებას, მძღოლს ერთი თვე მიეცემა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
წყარო: palitravideo.ge