10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ | Allnews.Ge

10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ

გურამ კაშია არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანია.

ქართველი მცველი პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიაში და კლუბის ქომაგისთვის საყვარელი ფიგურაა.

მისი საფეხბურთო კარიერა უამრავი დეტალისგან შედგება და 30 წლის მცველს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ.

10. გურამ კაშიას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. მისი მეუღლე თამთა გიგაშვილია, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა.

9. 2013 წელს საქართველოს საუკეთესო ლეგიონერისა და ფეხბურთელის ტიტული გურამ კაშიამ დაიმსახურა.

8. გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მას შემდეგ 56 მატჩი ჩაატარა 1 გოლი აქვს გატანილი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

7. გურამ კაშიას "ვიტესში" 262 მატჩი აქვს ჩატარებული - 23.164 წუთი, 23 გოლი გატანილი, 16 საგოლე გადაცემა გაკეთებული და 3 წითელი ბარათი მიღებული.

6. 2014 წელს "ვიტესი" "ჩელსის" დაპირისპირების დროს გურამ კაშიას დიეგო კოშტასთან მოუვიდა დაპირისპირება. ქართველმა მცველმა ესპანელ-ბრაზილიელ შემტევს არ შეუშინდა და არც არაფერი დაუთმო

5. კაშია "ვიტესში" მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა. კაშია არნემში 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

4. როგორ გახდა გურამ კაშია ფეხბურთელი? ის ესე იხსენებს: "თავიდან არ მქონია ფეხბურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შემდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ."

წაიკითხეთ გაგრძელება და დაათვალიერეთ ფოტოები

myquiz